X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რუსთავში №23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია სრულდება

1 ოქტომბერი 2025

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში №23 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ასრულებს.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა: მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცე. ბაღის შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.

რეაბილიტაციის შედეგად, 200 ბავშვისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. განახლებული ბაღი მოიცავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე სასწავლო, დასასვენებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს.

მოწესრიგდა უსაფრთხოების, გათბობის, ელექტრომომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები.

ბაღი, რომელშიც სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება ადგილზე დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავში, ჯამში, 4 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 23,427,825 ლარს შეადგენს.